დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 13/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №134
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 1 344 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ზუგდიდის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა;
ბ) ქ. ზუგდიდის №2 საშუალო სკოლის კეთილმოწყობა.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. გოროზიას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთი, ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები).
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები