დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 07/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №125
2007 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ
ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ 5 000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული სამასალე მერქნის ჭრა განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სამასალე მერქნის ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები