ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 07/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
123
07/03/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 07/03/2007
000000000.00(0).000.000000
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №123

2007 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გამოუყოს 1 681 539 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდაერთი ათას ხუთას ოცდაცხრამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით და 939 312 (ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას სამას თორმეტი) ლარი სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ მუშაობის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ა. ბობოხიძეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ქუთაისი, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტები) და სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ გაკოტრების მმართველს დ. კაკაბაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი