,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის N18/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25/41
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 27/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016190
25/41
27/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
010250020.35.111.016190
,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის N18/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
 
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №25/41

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. ფოთი

,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №18/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის   საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №18/28    დადგენილებაში (03.10.2013 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016177),   კერძოდ:
1. დადგენილების  №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) შეიმუშავებს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და  საკრებულოს თავმჯდომარეს   საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულების პროექტს;“

2. დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის   მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2.კონკრეტული საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე  დროებით  ან კომისიის უფლებამოსილების ვადით  სამუშაოდ  იწვევს  სხვა პირებსაც  ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა