დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.017549 |
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №498 დადგენილება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“. |
|
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
1. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ (რომელიც ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მშენებლობას) მიერ მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების განხორციელებას.
2. შესყიდვები, რომლებსაც არ არეგულირებს ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით. |
მუხლი 2.
ცნებათა და ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“; ბ) მომსახურება – წესის დანართში მითითებული მომსახურებები; გ) საქონელი – წესის დანართში მითითებული საქონელი; დ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – წესის დანართში შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტებად დაჯგუფებული საქონელი და მომსახურებები; ვ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ითვალისწინებს პოტენციურ „მიმწოდებელთან“ წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვას შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით; ზ) კონსოლიდირებული ტენდერი - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში მომსახურების ან საქონლის შესყიდვის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა; თ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას ან/და იწვევს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფის შეფერხებას. |
მუხლი 3.
შესყიდვის საშუალება |
1. შესყიდვის საშუალებებია ერთ პირთან მოლაპარაკება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი და კონსოლიდირებული ტენდერი.
2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება 100 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) საქართველოს პარლამენტის 28.03.2007 წლის №4568 და 28.03.2007 წლის №4569 დადგენილებებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი ან/და სამმხრივი საკოორდინაციო საბჭო(ები)ს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას; გ) სამშენებლო პროექტების (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ექსპერტიზასთან, სამშენებლო პროექტებში (მათ შორის, ხარჯთაღრიცხვები) ცვლილებების შეტანასთან ან/და კორექტირებასთან დაკავშირებული შესყიდვებისას; დ) საქონელისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვებისას; ე) ობიექტების დაცვის მომსახურების შესყიდვებისას; ვ) საბანკო მომსახურების შესყიდვებისას; ზ) ინტერნეტისა და ფიქსირებული სატლეფონო მომსახურების შესყიდვისას; თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გამარტივებული შესყიდვისათვის დადგენილ შემთხვევებში; ი) თუ არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან. 3. თუ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება წლის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს და ნაკლებია 200 000 ლარზე შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინეული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება წლის განმავლობაში შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინეული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის დადგენილი შემთხვევებისა; ბ) უსადენო ინტერნეტის მიწოდების, სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში განცხადებების გამოქვეყნება/ განთავსების, საფოსტო და საკურიერო მომსახურებების შესყიდვისა. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით. 7. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამოვლენილ მიმწოდებელთან. |
მუხლი 4.
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა
|
1. ეს მუხლი არეგულირებს წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფას.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, აკრედიტივი ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
4. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველის მიზეზით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
|
მუხლი 5.
წესის გამოყენება და მასში ცვლილების შეტანა |
1. გადაწყვეტილება მომსახურების ან საქონლის შესყიდვის თაობაზე მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების სპეციალური წესის შესაბამისად.
2. ამ წესის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები არ არის დამოკიდებული წესის მოქმედების ვადაზე. 3. ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
დანართი
შპს „მარაბდა -კარწახის რკინიგზის“ მიერ შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის ჩამონათვალი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები