დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016135 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 06/02/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლებისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი თანდართული სახით. |
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 09/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016115) . |
3.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2014 წლის ბიუჯეტი
|
თავი I სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6493,3 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 900,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4893,3 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 700,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6356,435 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 136,865 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 136,865 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0-ით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის 0-ით. |
მუხლი 11.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0-ით. |
მუხლი 13.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 113,4 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 71,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10,0 ათასი ლარი;
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მიწისძვრის, სახანძრო და სხვა სტიქიური შემთხვევების პრევენციის მიზნით დაგეგმილია სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზებისას აუცილებელია პირადი შემადგენლობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის შენობის და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
1.2. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02)
სენაკის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში.
1.3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება გაწვევის პუნქტებამდე წვევამდელების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები, დაფინანსდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები,.
2.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტრებული იქნება ძირითადი გზები, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრიშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები.
2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია.
2.2.1. კეთილმოწყობის, დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, როგროც საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ასევე ქალაქის სხვა ტერიტორიიდან. აგრეთვე გათვალისწინებულია ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია. შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება და სხვა ღონისძიებები.
2.2.2. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ხორციელდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
2.3. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა თემში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარდგენილი პრიორიტეტეტბის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ აგროტექნიკის შეძენა, გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა, სასაფლაოების შემოღობვა, საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების, სპორტული მინი და საბავშვო მოედნების მოწყობა და სხვა
2.4. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სულიერ განვითარებას ხელ უწყობს ა.ი.პ. „სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“ რომელიც ფინანსდება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
3.1. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01)
მომავალი თაობებების აღზრდის მიმარულებით ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და ესთეთიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ბავშვის განვითარებაში. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ საბავშვო ბაღებში ხდება. აქ ეყრება საფუძველი მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებასა და მის სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 24 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1193 ბავშვი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. ბაღებს კოორდინაციას უწევს ა.ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება”.
3.2. საჯარო სკოლების პედაგოგებზე და მოსწავლეებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქიდან თემში და თემიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მასწავლებელთა სუბსიდირება. ამასთან, მოსწავლეები, რომლებიც შორს ცხოვრობენ სკოლიდან სარგებლობენ საზოგადოებრვი ტრანსპორტის მომსახურეობით უფასოდ, კერძოდ, თემებში მცხოვრები მოსწავლეები.
3. 3. მოსწავლე-ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა. ტარდება სასწავლო შემოქმედებითი კომფერენციები, სხვადასხვა სახის შეკრებები, ნორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოსავლენად და მათი ტექნიკური ცოდნის ასამაღლებლად დანერგილია კომპიუტერის სწავლების ჯგუფები. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ მათემატიკური, კომპიუტერული ტექნიკის სასწავლო შეკრებებში. ფუნქციონირებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების სწავლების ჯგუფები, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენას, ხელს უწყობს მოსწავლეებში რედაქტორობის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას. თავის ირგვლივ იკრებს ჟურნალისტიკით, საგაზეთო, საგამომცემლო საქმით დაინტერესებულ მოსწავლეებს. ტარდება შეხვედრები ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, პოეზიის საღამოები, ნორჩ შემოქმედთა შეკრებები. მოსწავლეთა ესტეტიკური აღზრდის მიზნით ტარდება ქორეოგრაფიული და ლიტერატურული ხელოვნების ფესტივალები, საქველმოქმედო საქმიანობა. ფასიან ჯგუფებში მშობელთა შენატანი ქართული და სამეჯლისო ცეკვების, ხალხური და საესტრადო სიმღერების შესასწავლად ყოველთვიურად ერთ ბავშვზე შეადგენს 15 ლარს, კომპიუტერული სწავლების ჯგუფში სამთვიანი კურსისთვის კი ერთ მოსწავლეზე 60 ლარს. მოსწავლეთა რაოდენობა სულ შეადგენს 249 აღსაზრდელს.
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
4.1.1. სპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობის კუთხით ფუნქციონირებს სასპორტო გაერთიანება (რომლის შემადგენლობასი შედის სპორტის სასახლე, სასპორტო სკოლა და საჭადრაკო კლუბი). პროგრამის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სპორტის პროპაგანდას, სპორტული მონაცემების მქონე მქონე ახალგაზრდების გამოვლენას, მათი დაოსტატებისათვის ზრუნვას, სპორტული ღონისძიებების მომზადებას და ჩატარებას. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზაციას. ამჟამად ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების 16 სექცია, მათ შორის: ძიუდო ( 1 სექცია) 20 ბავშვზე; ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის (3 სექცია) 56 ბავშვზე; კარატეს (1სექცია) 22 ბავშვზე; ჭადრაკი (3 სექცია) 30 ბავშვზე; რაგბი (5 სექცია) 87 ბავშვზე; კალათბურთი (4 სექცია) 66 ბავშვზე; სპორტულ-გამაჯანსაღებელი (1 სექცია) 20 ბავშვზე; ფუნქციონირებს ტაიკვანდოს სექცია; წლის განმავლობაში ეწყობა ნათლისღებისადმი მიძღვნილი ბლიც-ტურნირი ჭადრაკში, შიდა ღია ცემპიონატი მოკლე ნარდში, ი.ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რეგიონალური ტურნირი ძიუდოში, შ.ჯავახიას და თ.ვახანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში, მხიარული სტარტები, მუნიციპალიტეტის პირველობა სკოლებს შორის, პირველობა ჭადრაკში 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გოგონებს შორის კალათბურთში, ნ.ჯანჯღავას ხსოვნის ტურნირი ჭადრაკში, რაიონული პირველობები სკოლებს შორის, ზაზა ფაჩულიას სახელობის ფესტივალი (სენაკი მოწვეული გუნდები), სენაკის მუნიციპალიტეტის პირველობა სკოლებს შორის მძლეოსნობაში, სენაკში რაგბის დაარსების 20 წლის ღისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ფესტივალი რაგბში, რეგიონალური პირველობა (სკოლის ასაკი) კარატეში,დამსახურებული მწრთვნელების გოგოლისა და ჩვამანიას ხსოვნის რეგიონალური ტურნირი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში, კ.ჯოჯუას, შ.მორჩილაძის და ა.მურღულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველობა შ.ჩიქობავას სახელობის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში, რეგიონალური პირველობა (სკოლის ასაკი) კარატე-დო, კ.ნარმანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში, რაიონული პირველობა სკოლებს შორის მკლავჭიდში. 4.1.2. ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ერთი გოგონათა და ხუთი ვაჟთა გუნდი. სულ დღეის მდგომარეობით, არის 118 სპორტსმენი. მათ შორის: ოთხი გუნდი მონაწილეობს სამეგრელოს რეგიონის ჭაბუკთა ჩემპიონატში, ხოლო ერთი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშებაში. ცენტრის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მოსწავლეების (სპორტმენების), აგრეთე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკებისა და გოგონების მზადების წლიური საწვრთნელო პროცესების ორგანიზება, როგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, ასევე უმაღლესი ლიგის გუნდებისათვის რეზერვების მომზადება. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატებას. პროგრამა ითვალისწინებს აგერთვე ცენტრის მოსწავლეებისათვის მატერიალურ-ტექნიკური და სამწრთვნელო ბაზის შექმნას, სამედიცინო დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესების ორგანიზებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ცენტრში დაგეგმილია შვიდი გუნდის შექმნა და შესაბამისად ახალგაზრდა ფეხბურთელების რაოდენობის 150-ე გაზრდა.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ჩატარდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.1. კულტურული ღონისძიებების პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა.ი.პ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” სუბსიდიური დაფინანსება, რომელიც ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, თანამშრომლობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში. აწყობს სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 ბიბლიოთეკა, 1 ცენტრალური და 15 სათემო. წლის განმავლობაში ბიბლიოთეკები ემსახურება 15 ათასამდე მკითხველს, მათ შორის 1-9 კლასის 3 ათასამდე მოსწავლეს. ბიბლიოთეკებში ყოველწლიურად შედის ახალი ლიტერატურა. ბიბლიოთეკებში ტარდება სხვადასხვა სახის მასობრივი ღონისძიებები, ეწყობა შეხვედრები, მკითხველთა კომფერენციები, თემატური და ლიტერატურული საღამოები. ცენტრი კოორდინაციას უწევს ჟ.შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, თ.დავითაიას. სახელობის მუზეუმს, არნოლდ ჩიქობავას მუზეუმს. სამუზეუმო კოლექციებში ძირითადად დაცულია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასლები და პირადი ნივთები. აგრეთვე, კულტურის სახლის საქმიანობას წარმართავს სპეციალისტები და კოორდინატორები, რომლებიც ქალაქად და სოფლად აწარმოებენ კულტურულ და მასობრივ ღონისძიებებს. აგროვებენ ფოლკლორის ნიმუშებს და ახდენენ მის პოპულარიზაციას.
4.2.2. სამუსიკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა).ი.პ სსსდ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა” რაც გამოიხატება ძირითადად შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში. სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო(ვიოლინო) განყოფილება, საგუნდო სიმღერის სპეციალობა - სწავლის ხანგრძლივობა 7 წელი, საესტრადო განყოფილება, გიტარისსა და ხალხური საკრავთა ფასიანი ჯგუფები-სწავლის ხანრგძლივობა 5 წელია. ბავშვთა რაოდენობა სკოლაში შეადგენს 240 აღსაზრდელს. მშობელთა შენატანი თვეში: საესტრადო განყოფილებაზე 18 ლარია; ფორტეპიანოზე 20 ლარი; ვიოლინოზე 15 ლარი; საგუნდოზე 20 ლარი. ფუნქციონირებს ფასიანი ჯგუფები: გიტარა 20 და 25 ლარი და ხალხური საკრავები 20 ლარი. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. სკოლა ზრუნავს გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში
4.2.3. საბავშვო სამხატვრო სკოლის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსირდება ა.ი.პ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა” . ბავშვთა რაოდენობა სკოლაში შეადგენს 60 ბავშვს, მშობელთა შენატანი თვეში 5 ლარია. სკოლაში ეწყობა შიდა საკლასო გამოფენები. სემესტრის ბოლოს საერთო სასკოლო გამოფენა. გამოფენებში ვლინდებიან საუკეთესო ნიჭის მქონე მოსწავლეები. წარმატებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
4.2.4. თეატრალური კულტურის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ს.ს.ი.პ სენაკის აკ.ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფინანსება, რაც გამოიხატება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში. თეატრში არსებობს რეპერტუარი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. ყოველწლიურად თეატრი ანხორციელებს 3-4 სპექტაკლს, როგორც საბავშვო, ასევე მოზარდ მაყურებელთათვის.
4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას ქალაქის ცხოვრებაში. რათა შევუქმნათ მათ პირობები სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებების ექსკურსიების, თუ ახალგაზრდულ ბანაკებში დასვენებისათვის.
4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყება.
4.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობა და პატრონობა, რაც გულისხმობს სასფლაოებზე ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭას; წყალრანირების სისტემის, წყლის ქსელის, გზების შემორაგვას, საფეხურების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას; სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენას და მომსახურებას; მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას; სასაფლაოების ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის და სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში მოყვანას და სხვა; სათანადო ადგილზე ნაგავსაყრელების მოწყობას.
5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებული მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფას, შობადობის წახალისებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ, სოციალურად დაუცველ და ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა დახმარებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, სადღესასწაულო დღეებში დახმარებას, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებას და თანადაფინანსებას, აღნიშნული პროგრამა მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.2.1. მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობისათვის დღეში ერთჯერადად უფასო კვება (გარდა კვირა დღისა) 180 ბენეფიციარზე, წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა, კონცერტებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით.
5.2.2. შობადობის წახალისების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შობადობის წახალისება სამი და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი.
5.2.3. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ და ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სოციალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ, სოციალურად დაუცველ და ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა დახმარება მათ შორის: იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების დახმარებზე (5 ბავშვი, თითოეულზე კვარტალურად გაიცემა 200 ლარი) ; თირეკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე (დიალიზზე) მყოფ მოქალაქეების ტრანსპორტირებისატვის დახმარება ყოველთვიურად თითოეულ მოქალაქეზე 100 ლარი.
5.2.4. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი, ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი.
5.2.5. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 5 და 5-ზე მეტ შვილიან (25 ოჯახი) ოჯახებზე დახმარება კვარტალურად ერთ ოჯახზე 200 ლარი. 100 წელს გადაცილებულ (ექვს) მოქალაქეზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე 100 ლარი. დედ-მამით ობოლ (10) ბავშვზე კვარტალურად ერთ ბავშვზე 100 ლარი. მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის (45) ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 50 ლარი. სმენადაქვეითებულ (38) პირებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 50 ლარი. სამამულო ომის (23) ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ერთ მოქალაქეზე) გაიცემა 200 ლარი. აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე გაიცემა 500 ლარი, მშვიდობიან მოქალაქეზე 500 ლარი. საახალწლო საჩუქარი გადაეცემა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ 600 ბავშვს. სააღდგომოდ საჩუქარი გადაეცემა უმწეო ბენეფიციარებს, რომლებიც იკვებებიან უფასო სასადილოში (180). საახალწლოდ საჩუქარი გადაეცემა დედ-მამით ობლებსა და 100 წელს გადაცილებულებს. საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი გადაცემა ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს (33 ბავშვი), სამამულო ომის ვეტერანებისათვი მოეწყობა საზეიმო ვახშამი.
5.2.6. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარება სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით.
5.2.7. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური ადაპტაციის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებისათვის ერთ ოჯახზე კვარტალში ერთხელ 200 ლარის გაცემას.
5.2.8. ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. |
თავი III სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები