|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართით გათვალისწინებული I სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 183-ე და 184-ე გრაფები:
2. №2 დანართის: ა) ცხრილით გათვალისწინებულ ჩამონათვალს „ნარკოტიკული საშუალებები“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201-ე, 202-ე და 203-ე გრაფები:
ბ) შენიშვნების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I სიაში შეტანილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ოდენობები განსაზღვრული არ არის, გარდა ჯვჰ (JWH)-018-ისა, ჯვჰ (JWH)-398-ისა, ჯვჰ (JWH)-073-ისა, ჯვჰ (JWH)-200-ისა, ჯვჰ (JWH)-250-ისა, ჯვჰ (JWH)-122-ისა, ჯვჰ (JWH)-081-ისა, ჰუ (HU)-210-ისა, ცპ (CP)-47, 497-ისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 25 დეკემბერი 2013 წ. N1866-რს |
დოკუმენტის კომენტარები