„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017546
379
26/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
470230000.10.003.017546
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №379

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუ­ხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცე­ნზი­ი­სა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პი­რო­ბების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთა­ვრობის 2010 წლის 17  დეკემბრის N385 დადგენილებაში (სსმ, 2010წ., N168),   შეტანილ  იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. N1 დანართის  (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყა­ლი­ბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ად­რე. ამასთან, 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსა­ფრთხოებაზე ტესტირებული(გააჩნდეს ინსპექტირების დამადას­ტუ­­­­რე­ბე­ლი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსა­ფ­რ­თხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარა­ტუ­­რის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. N2 დანართის  (სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წე­სისა და პირობების შესახებ დებულება) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩა­მო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ად­რე. ამასთან, 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა იყოს დაკალიბრებული და/ან უსაფრთხოებაზე ტესტირებული(გააჩნდეს ინსპექტირების დამადას­ტუ­­­­რებელი დოკუმენტი) კანონმდებლობის შესაბამისად. დაკალიბრებასა და/ან უსა­ფრთხოებაზე ტესტირებას დაქვემდებარებული შესაბამისი აპარა­ტუ­­­რის ნუ­სხა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ცი­ალ­უ­რი დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი