„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 376
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017543
376
26/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
010240030.10.003.017543
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №376

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთა­ვ­რობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ფ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

ქ) შიდა აუდიტის მთავარი სამმართველო.“.

2. მე-10 მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამო­ცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქ­მიანობის კოორდინაცია; სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დანაყო­ფების უწყვე­ტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრი­რებულ დანა­შაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშ­ნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებე­ბის დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყ­ნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველ­ყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტური ურ­თიერთობის ჩამოყალიბე­ბისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტან­დარტების, სტრატეგიისა და ეფექ­ტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების და­გეგმვა/განხორციელება; სამინისტროს საქმია­ნობასთან დაკავშირებით ფი­ზი­კური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინ­ფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამინისტროს დანაყოფე­ბიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა  და შესრულების მონიტო­რინ­გი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდი­ლების გათვალისწინებით სისტემის გამჭირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, ერთიანი პრაქტიკის დანერგვა და აღნიშნულ საკითხებზე სამინისტროს დანაყოფების საერთო კოორდი­ნაცია; სამინისტროს საქმიანობის სამარ­თლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქ­მედებითი საქმიანობის კოორ­დი­ნაცია; კანონშემოქმედებითი საქმია­ნობისა და პარლამენტთან ურთი­ერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტ­რო­ში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება, სამინისტროს კომპეტენ­ციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; სასამართ­ლოებში წარმომადგენლობის უზ­რუ­ნველყოფა;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკ­რეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერა­ტიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცი­ლებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორცი­ელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლო­ვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარ­მოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგ­რეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამინისტროს სის­ტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონ­ტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების გან­კარგვის კანონი­ერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამინისტროს სისტემაში ფი­ნანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცა­ნებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიც­ხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურ­თი­ერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპე­ტენ­ციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენ­ზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდე­ბულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, სა­მი­ნისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი საქმიანობის და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების  მონიტორინ­გი, ანალიზი  და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრ­და­ზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, უცხოეთის წარ­მომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცია­ლური სამსახურების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერ­ვო საქმიანობის თავი­დან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართვე­ლოს სამხედრო ძალე­ბისა და სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამი­სად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; გარემეთვალყუ­რეობის უზრუნველ­ყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერა­ტიულ-სამძებრო ღო­ნის­ძი­ებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებ­ზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძუ­ლების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გან­ხორციელება; დაწესებულებებში, ორ­გა­ნიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი მათ შესრულებაზე, დადგენი­ლი წესით იმ პირების შემო­წ­მება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; სახელ­მწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყო­ფის მიზნით თავისი კომ­პეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა  ოფიცრებ­ის საქმიანობაზე კო­ორდინაციისა და კონტროლის განხორციელება;“;

დ) „ნ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშე­უხებლობის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბა­მისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფ­ლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების და­სა­ცა­ვად; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორი­ული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წეს­რიგის დაცვის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპე­რატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენ­ციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამო­ყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილე­ბისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორცი­ელება; კომპეტენციის ფარგლებში ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილ­სადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილი­სი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონა­კვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინ­ფრას­ტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღონისძიე­ბების განხორციელება; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;“;

ე) „პ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირი­თა­დი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუ­ციური წყობილებისა და სუვერენიტეტის  უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედები­საგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფ-ლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონო­მიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალი­ზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა;  გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქარ­თ­ველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლისსამართლებრივი იძულების ღონის­ძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშა­ულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; განსაკუთ­რებუ­ლი მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორ­დინაცია და კონტროლი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალი­ტი­კური დამუშავება;“;

ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამო­ცანებია დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია, საკუთარი კომ­პეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველ­ყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან; სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკით­ხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, სამინისტროს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, სამინისტროს სტრუ­ქ­ტურული ქვედანაყოფებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუ­შავება საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით; სამი­ნისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია საერთა­შო­რისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორ­განიზაციებთან თანამშრომლობის, პროექტების მართვის კუთხით, აგრე­თვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;“;

ზ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

 „უ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; სამი­ნისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებ­რივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამო­ცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებ­ში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; სამინისტ­როში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ .) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემა­ტური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; მასმედი­ის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე; საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სი­ტუ­აციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებ­თან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; საზოგადოებრივ მაუწ­ყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; სამინისტროს ოფიციალური ვებ­გვერდის, ფოტო - და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;

ფ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცა­ნებია: ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორ­დი­ნაცია, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავ­დაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა; საძიებო-სამაშვე­ლო სამუშაოების და ჰუმანიტარული დახმარების ღონის­ძიე­ბების განხორ­ცი­ელება და კოორდინაცია; კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით ქვეყ­ნის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამობი­ლიზაციო მზა­დ­ყოფნის ღონისძიებათა განხორციელება;

ქ) შიდა აუდიტის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სა­მი­ნისტროს საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და მათი მარ­თვის ხარისხის შეფასება; სამინისტროს შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი (შესაბამისობის აუდიტი); ში­და აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგა­რიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარ­ტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი); ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი); ინფორმაციული ტექნო­ლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინ­ფო­რ­მაციული ტექნოლოგიების აუდიტი); სახელმწიფო პროგრამების შედგე­ნის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქ­მიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექ­ტია­ნობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება (ეფექტიანობის აუდიტი); შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გა­ცემა; შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი