დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.10.003.017544 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2013 - 29/09/2014)
|
სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებად და ობიექტებად დადგინდეს:
ა) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების (მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკების) დაწესებულების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ბ) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) საქართველოს საპატრიარქო; ე) საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, აგრეთვე შესაბამისი იმუნიტეტის ქვეშ მყოფი პირების საცხოვრებელი სახლი; ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტები; ზ) დაცული ტერიტორია; თ) ტერიტორიული ზღვა და შიდა საზღვაო წყლები; ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი; კ) სასაზღვრო ზონა და ზოლი; ლ) ნავსადგურის ტერიტორია და საღუზე რაიონები (წერტილები); მ) აეროპორტის ტერიტორია; ნ) საქართველოს რკინიგზა, რკინიგზის სადგური და ვაგზალი; ო) სპორტული ან კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობა 300-ზე მეტ მაყურებელზე; პ) სახელმწიფო მუზეუმი; ჟ) მასიური სპორტის ან სხვა ღონისძიების/თავშეყრის ადგილი (ობიექტი); რ) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი; ს) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი; ტ) ჰიდრო‑ და თბო ელექტროსადგური; უ) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები; ფ) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები; ქ) სახელმწიფო და ტერიტორიული არქივი; ღ) მეტროპოლიტენი; ყ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყველა სახის ანძა; შ) წყალსაცავი და წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი); ჩ) რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებათა შენახვის ობიექტი; ც) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა (ობიექტი); ძ) ბაგა-ბაღის, სკოლის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; წ) სამედიცინო ცენტრი, საავადმყოფო, სანატორიუმი და ლაბორატორია; ჭ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობა და მისი კომპლექსი (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი); ხ) სახელმწიფო ორგანოს მიერ შექმნილი მართვის პუნქტები, თავშესაფრები და დამცავი ნაგებობები; ჯ) სხვა ობიექტი, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაზღვრული ვადით დადგენილი იქნება ასეთი რეჟიმი. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები