დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 07 ნოემბრის №21 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016085 |
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 07 ნოემბრის №21 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ნოემბრის #21 დადგენილებაში (ვებგვერდი,12/11/2013 ს/კოდი 010260020.35.140.016077) კერძოდ: დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებს დაემატოს აბზაცები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
,, ვ) - საკრებულოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დავალების საფუძველზე, ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა. შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში;
- გასცემს ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობას კაკლის, წაბლის და თუთის სახეობების, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის #96 ბრძანების შესაბამისად“. ზ) - ფიზიკური და იურიდიული პირის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის ფაქტის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულების მოკვლევის შემთხვევაში, მტკიცებულების არ არსებობისას უარი ფიქსირდება წერილობით; - ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიას, ფიზიკური პირის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ნამდვილობის შესახებ, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელთა ხელმოწერებთან ერთად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები