აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 320110000.32.057.016150
33
26/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
320110000.32.057.016150
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №33

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და სამიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  მე-9 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად:

1. 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი. 
2. 2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილება.
3. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯემალ გვეტაძე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მალხაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლევან ლეკვეიშვილი –  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); 
დ) ედუარდ ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ე) ზურაბ ხოფერია –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსი (კომისიის მდივანი).
4. 2014 წლის 1 იანვრამდე კომისიამ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ქონების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.
5. 2014 წლის 1 იანვრამდე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა (ჯ. გვეტაძე) კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით უზრუნველყოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართ­ველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე