დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016144 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 17/01/2014)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
2.
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები I თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად; |
ბ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები მე-2 და მე–3 მუხლების თანახმად. |
გ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-4 მუხლის თანახმად; |
დ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად; |
ვ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად; |
ზ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად; |
თ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად; |
ი)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მე-10 მუხლის თანახმად; |
კ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მე-11 მუხლის თანახმად; |
ლ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-12 მუხლის თანახმად; |
3.
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები II თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მე–13 მუხლის შესაბამისად, |
ბ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მე-14 მუხლის თანახმად; |
გ)
განათლება მე-15 მუხლის თანახმად; |
დ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები მე-16 მუხლის თანახმად; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-17 მუხლის თანახმად; |
ვ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-18 მუხლის თანახმად; |
4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მიერ სუბსიდირებულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელთა შრმოს ანაზღაურება III თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მიერ სუბსიდირებულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელთა შრომის ანაზღაურება მე-19 მუხლის თანახმად; |
5.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის N40 დადგენილება. |
6.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11 457,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1900.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8749,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 808.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 258,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 299,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 299,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური
აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 230,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 229.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 81,4 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 142,6 ათასი ლარი; |
გ)
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
(პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
13.1 საგანგებო სიტუაციების მართვა
(პროგრამული კოდი 02 01)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მეხანძრეების ოპერატიული მოქმედებისათვის. დაბა ურეკის წყალმაშველთა ჯგუფი ემსახურება ურეკი შეკვეთილის ზღვის დამსვენებლების უსაფრთხო დასვენების პირობები. მაშველები თეორიულად და პრაქტიკულად მომზადებულები ხვდებიან ზღვის სეზონს, წყალმაშველთა მოთხოვნების გათვალისწინებით აუცილებელია სპეც.ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა.
13.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
მუხლი 14.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
14.1. გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების, მოვლა-შენახვისა და ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების ხარჯების დაფინანსება.
14.1.1. მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 02 02)
პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია.
14.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა,სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოები.
14.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნლი ნარჩენების დაგვა–დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთში და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმა, ქალაქის ქუჩების მორწყვა და მორეცხვა.
14.4 ბინათმშენებლობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა და თანადაფინანსება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 14.5 კომუნალური მომსახურების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით.
14.6 სოფლის მეურნეობის განვითარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06)
პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის–ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურეობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, ხილსაცავების მოწყობა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; ნიადაგის ნაყოფიერებების ამაღლების ღონისძიებები; ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სოფლის მეურნეობის პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
|
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის გარეშე, შემოქმედებითი, ტექნიკური, ალტერნატიული და სხვა სახის დამატებითი განათლების მიღებას. |
15.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება
(პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 41 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 2200 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
15.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
15.2.1. სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02 02)
პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი, პატრიოტული ცნობიერების, შრომითი უნარჩვევების ჩამოყალიბება, განსხვავებული უნარის მქონე ბავშვების ინტეგრირება შემოქმედებითი, ტექნიკური და სხვა სასწავლო ჯგუფების ორგანიზების გზით.
ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლის გარეშე განათლების პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული
ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
|
16.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა,სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.
16.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინასება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის:
16.1.2. სპორტული ობიექტების დაფინასება (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
16.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
16.2.1. კულტურის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
16.2.2 კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
ასევე პროგრამით დაფინანსდება:
16.1.3 ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტურიზმის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ტურიზმის პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
16.1.4 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მხარდაჭერა და წახალისება; თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ორგანიზება. მათ შორის:
16.1.5 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და შემოქმედის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა, ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დაფინანსდება სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები. |
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
( პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების უზრუნველყოფას, კანონმდებლობი თგათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსებას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
17.1. ჯანდაცვის პროგრამები
( პროგრამული კოდი 06 01)
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 17.1.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ( პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
17.2. სოციალური პროგრამები ( პროგრამული კოდი 06 01)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფასა და სოციალური პროგრამების განხორციელებას.
17.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სოციალურდ შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების (18 წლამდე 4 და მეტი შვილი) მრავალჯერადი (მათ შორის ყოველთვიური) ფინანსური დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150.000-ს.
17.2.2 მზრუნველობა მოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 03)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარების მიზნით მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. 17.2.3. ვეტერანთა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 04)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
17.2.3. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 05)
პროგრამით გათვალისწინებულია ომის ვეტერანების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.
17.2.4. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06)
გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციასთან არსებული დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების დაფინანსება. მათშორის:
17.2.5. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 07)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარების და მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას, რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 57000-150000-ს.
17.2.6. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 08)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა (აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან) ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფა.
17.2.7. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 09)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება. 17.2.8. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 10)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების დახმარება თითოეულზე 200 ლარის ოდენობით 17.2.9. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 11)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლო ინვალიდების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
17.2.10. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება ( პროგრამული კოდი 06 01 12) პროგრამის მიზანია უკიდურესად შეჭირვებული ბავშვების სოციალური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის სუბსიდირებით. პროგრამის ფარგლებში უკიდურესად შეჭირვებული ბავშვები მიიღებს შემდეგ მომსახურებას:
17.2.11. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 13)
პროგრამის მიზანი აოზურგეთი სმუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეთა დიალიზის მკურნალობის კურსის გასავლელად ქ.ბათუმსა და სხვა ქალაქებში მგზავრობის თანხით დაფინანსება. თითოეულზე ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობთ. 17.2.12. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 01 16)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით
17.2.13. ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 18)
პროგრამის მიზანია ხანდაზმულთა თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირება, კერძოდ, ოზურგეთის მუიციპალიტეტის დაბა ანასეულში მდებარე ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების დაფინანსება.
|
მუხლი 18.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 19.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მიერ
სუბსიდირებულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელთა შრომის ანაზღაურება |
1.
. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მიერ სუბსიდირებულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს:
- 300 ლარს თუ ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 10 ერთეულს. - 600 ლარს თუ ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 11-100 ერთეულს. - თუ ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა აღემატება 100 ერთეულს დაწესდეს სახელფასო დანამატი დასაქმებულთა ყოველ 100 ერთეულზე 150 ლარის ოდენობით. - შრომის ანაზღაურება სახელფასო დანამატების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსისათვის დადგენილ თანამდებობრივ სარგოს. |
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთა სუბსიდირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ აღემატება საერთო შემოსავლების 50%-ს; |
3.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნას საკრებულოს გადაწყვეტილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები