სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ანგარიში

  • Word
სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 01-04/145
დოკუმენტის მიმღები სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01-04/145
09/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ანგარიში
სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში

 

ა)  სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის საჯარო    ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე  მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 

ბ)  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ  პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის  თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

 

დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში  სკოლაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სახდელი არ დადებულა.

 

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი.

 

ვ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და  გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 

 

 

ზურაბ ზაქარაძე

სსიპ ქალაქ ბათუმის №6

ფიზიკა-მათემატიკის საჯარო

სკოლის დირექტორის მ/შ