ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
25/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
010250050.35.125.016089
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2013 - 04/08/2014)

 

                ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №10 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე



დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება

თავი I
ზოგადი დებულება

მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახური შემდგომში (სამსახური) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

სამსახური ანგარიშვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.

სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი და ბეჭედი.

სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

სამსახურის მისამართია: ქ. ტყიბული, კ. ლომაძის მოედანი #3.


თავი II
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2
სამსახურის ძირითადი ამოცანა:

ზედამხედველობის განხორციელება.

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, ტერიტორიის დაზიანების, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს, დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის მწვანე საფარის დანაგვიანებასა და დაზიანებაზე;

ბ) ზედამხედველობა გარე რეკლამის განთავსებაზე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების წესებზე;

გ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების შესრულება, სხვა დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიებების გატარება.

სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა).

ბ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ( შენობა-ნაგებობების ფასადების,გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი.

დ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე: კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ( შენობა-ნაგებობების ფასადების,გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, ღობეების და სადარბაზო კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე).

ე) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისათვის ხელშეწყობა.

ვ) სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორცილება.

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ანდა იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა.

თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

ი) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;

კ) მოქმედი კანონდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


თავი III
სამსახურის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 3
სამსახური უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე დადგენილ ვადებში. დარღვევების გამოვლენისას, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით დასვას საკითხი სასამართლოს წინაშე.

ბ) არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ადგილობრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტით მგზავრობის წესების, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე და სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

დ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები ადგილობრივი სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ.

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

სამსახური ვალდებულია:

ა) აწარმოოს ქუჩებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი.

ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ, მუნიციპალიტეტის და მათ შორის ქალაქის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, დასუფთავების საკითხებზე მიღებული დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე.

გ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს ,მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.


თავი IV
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა.

მუხლი 4
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსხურის უფროსი, სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას.

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის.

დ) წარუდგენს წინადადებებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მართვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების შესახებ.

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, მოსამსახურეთა მიერ თანმდებობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით.

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად.

ზ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების მუშაობის ორგანიზაციის შესახებ.

თ) პერიოდულად წარადგენს ანგარიშვალდებულ პირთან (ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, გამგებელთან) სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშს.

ი) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.

კ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

ლ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.


თავი V
დასკვნითი დებულება

მუხლი 5
ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორცილედება მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად.

სამსახურის რეორგანიზაციის ან მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.