ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016088
22
25/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
010250020.35.125.016088
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
   ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის #46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, თვითმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-16 მუხლის, მეორე პუნქტის, „დ“; „ვ“; „თ“; „ლ“; „მ“; „პ“; „რ“; „ქ“; „შ“; „ძ“; ქვეპუნქტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება.

4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.“

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის #5 დადგენილება.
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს გოდერძი ცნობილაძეს.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე