„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016087
21
25/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
010250020.35.125.016087
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

              ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის  №8  დადგენილების  მე-5 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საფინანსო სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, შესყიდვების განყოფილებისა და სპეციალისტებისაგან“.

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის  №8  დადგენილების  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესყიდვების განყოფილების ფუნქციები:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას.

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე