„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4953
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.002.893
  • Word
4953
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
110.050.130.05.001.002.893
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 77. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების, როგორც დისციპლინური სახდელის, დაკისრებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“.

2. 78-ე და 79-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 80. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ შესაბამისად კოლეგიის ან პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების მიღებიდან 10 დღეში.

3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი.

№4953–Iს