დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71300133551 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2013 წლის ანგარიში
სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ საგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2013 წელს შემოსულია სულ 26 განცხადება; ძირითადად მოთხოვნა შეეხებოდა პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობას (წლების, ასაკის, სქესის მიხედვით) და სტატისტიკურ მონაცემებს იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ასევე გავეცით ინფორმაცია მსჯავრდებულთა რაოდენობაზე, რომლებმაც დაარღვიეს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმი.
გაიცა ინფორმაცია პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე პირთა რიცხოვნობაზე (წლების მიხედვით), გაცემული სახელმწიფო სპეციალური წოდებებზე (წლების მიხედვით), და ინფორმაცია თანამშრომლების პრემირების შესახებ.
25 განცხადების შესაბამისად გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო ერთ განცხადებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებას: ინფორმაციას მოთხოვნილი სახით არ ამუშავებდა და არ ინახავდა საჯარო დაწესებულება. საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი-გიორგი არაყიშვილი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები