ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 05/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016221
96
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
360160000.22.023.016221
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №96

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტები  ოზონის შრის დამშლელი შემდეგი ნივთიერებებისთვის: 
ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრიკული ტონა;
ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრიკული ტონა;
გ) მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრიკული ტონა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 იანვრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე