„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის N90/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 132/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016114
132/04
25/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
200090000.18.011.016114
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის N90/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №132/04

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ვადა შეამციროს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე