ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017538
369
24/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
300160070.10.003.017538
ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №369

2013 წლის 24 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლისმე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  შესაბამისად:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის  11 ოქტომბრის №1-1/1109 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

„დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები“


მუხლი 1
დაკანონებული გაზომვის საშუალების  უსაფრთხოების მახასიათებლები

1.პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 79-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკანონებული გაზომვის საშუალების  უსაფრთხოების მახასიათებლებს წარმოადგენს:

ა)  დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების, ან აღიარების არსებობა გაზომვის საშუალების ტიპების სახელმწიფო რეესტრში;

ბ)     დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება;

გ) დაკანონებული გაზომვის საშუალების ექსპლუატაციის დადგენილი პირობების დაცვა;

დ) დაკანონებული გაზომვის საშუალების გაზომვის შედეგების მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

 2. დაკანონებული გაზომვის საშუალების უსაფრთხოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრულ დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს.

მუხლი 2
 

დაკანონებული გაზომვის საშუალებების უსაფრთხოების მახასიათებლების დაცვა

გაზომვის საშუალებების მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს დაკანონებული გაზომვის საშუალებების უსაფრთხოების მახასიათებლების დაცვა.