დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 370 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017535 |
|
ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1108 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ტექნიკური რეგლამენტის
„ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“ |
| მუხლი 1 |
ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია 1. ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასიათებლების შესაბამისად: ა) გაზომვის დიაპაზონი; ბ) გაზომვის ცდომილება; გ) სიზუსტის კლასი; დ) თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებების ცდომილებებისათვის). 2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდომილებათა მეტროლოგიური მახასიათებლების მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს. |
| მუხლი 2 |
პასუხისმგებლობა, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მახასიათებლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები