დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 25/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.11.004.016021 |
4
25/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
190040000.11.004.016021
2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
|
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
2013 წლის 27 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2011 წლის გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით. |
| მუხლი 2 |
2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ტერიტორიაზე 2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 27 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები