დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1998 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016284 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1998
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
1. „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაიშაურები, „მთა ვარცლა“, საკადასტრო კოდი 71.62.47.451, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 11520 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადახლო, საკადასტრო კოდი 83.16.10.826, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების 10434 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადახლო, საკადასტრო კოდი 83.16.10.825, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები