ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1996
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016286
1996
19/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016286
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1996

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესა­ ხებ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე‑12 და მე‑13 პუნქტების შესა­ ბამისად, ქ. თბილისის მთავრობას მიეცეს თანხმობა, შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტთან (ს/კ:204564729) 25.11.13 წ. გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეუ­ ლის საკუთრებაში არსებული ქვემოთ აღნიშნული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ:

ა) ქ. თბილისში, I დოლაბაურის ქ. №22-ში მდებარე 490 კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.17.13.045.008);

ბ) ქ. თბილისში, I დოლაბაურის ქ. №20-ში მდებარე 1138 კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.17.13.045.009);

გ) ქ. თბილისში, დოლაბაურის ქ. №20-ის მიმდებარედ არსებუ­ ლი 279 კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.17.13.045.089).

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულება ძალა­ ში შევიდეს ამ განკარგულების გამოცემისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                               ი. ღარიბაშვილი