დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1992 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016349 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1992
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქუთათელის ქ. (ყოფ. შჩორსის) N3-ში მდებარე 341 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 980.5 კვ.მ. (მ/შ I სართული - 181.48 კვ.მ., II სართული - 183.75 კვ.მ., III სართული - 183.36 კვ.მ., IV სართული - 251.91 კვ.მ., ტერასა - 180 კვ.მ.) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 01.10.13.017.051) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ფასადს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N202245864).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ქუთათელის ქ. (ყოფ. შჩორსის) N3-ში მდებარე 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.10.13.017.049) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით 1200 კვ.მ. ფართის სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტი;
გ) ამ განკარგულების მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე გადაცემული ქონებით (გარდა 180 კვ.მ. ტერასისა) სსიპ - ქ. თბილისის N161 საჯარო სკოლის სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები