დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1978 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016338 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1978
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 5 297 115 (ხუთი მილიონ ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ას თხუთმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) 4 078 300 (ოთხი მილიონ სამოცდათვრამეტი ათას სამასი) ლარი - სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში გამართულ (2013 წლის 1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით (დანართი N1-ის თანახმად);
ბ) 413 015 (ოთხას ცამეტი ათას თხუთმეტი) ლარი - სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში (2013 წლის 1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით (დანართი N2-ის თანახმად);
გ) 805 800 (რვაას ხუთი ათას რვაასი) ლარი - სპორტის ცალკეულ სათამაშო (2013 წლის 1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით (დანართი N3-ის თანახმად).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში:
ა) სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის და სპორტის ცალკეული სათამაშო სახეობებისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე;
ბ) სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები