დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1976 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016361 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1976
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, აუნაზღაურდეთ არაგეგმიური იმუნო - პროფილაქტიკის განხორციელების მიზნით გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება, ხოლო 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდეთ „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის #279 დადგენილებით დამტკიცებული იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) სამედიცინო დაწესებულებებს და აღნიშნული განკარგულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს;“;
„ე) მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება ცენტრის მიერ „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად;“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები