სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1975
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016360
  • Word
1975
17/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016360
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1975

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წი­თელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყით­სარ­გე­ბლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამ­ტკიცებული ტყითსარ­გებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქარ­თველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართვე­ლო ს, გაზსადენისა და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობა/ექსპლუა­ტაციის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაც­ვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, წალკისა და მარნეულის მუნიცი­პალიტეტების ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს შემ­დეგნაირად:

ა) წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის სატყეოს ტყის ფონდში (საერთო ფართობი - 8400 კვ.მ):

ა.ა) 4327 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 7 წელი;

ა.ბ) 4073 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 49 წელი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერაქვის სატყეოს ტყის ფონ­დში, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (საერთო ფართობი - 4527 კვ.მ):

ბ.ა) 799 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 7 წელი;

ბ.ბ) 3728 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 49 წელი.

2. სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართვე­ლო ს მიეცეს უფლება, წერაქვის სატყეოს ტყის ფონდში (მარნეულის მუ­ნი­ციპალიტეტი ), კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამო­იღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიან მცენარე­თა სა­ხეობები.

3. სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქარ­თვე­ლო ვალდებულია:

ა)მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მი­თითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გა­დას­ცეს სააგენტოს;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში საა­გენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპე­ციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების სა­ კომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ‑მინისტრი ი. ღარიბაშვილი