შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1974
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016337
  • Word
1974
17/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016337
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1974

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირ­ველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. ქალაქ ლაგოდეხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სა­მინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემ­დე­ბარებულ ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა­ში (ლაგოდეხის სატყეოს 49-ე კვარტლის მე-8 სატაქსაციო უბანი), 523 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში, გაცემულ იქნეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ 10 წლის ვადით.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ვალდებულია:

ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საქართველოს გარე­მოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარე­ბის აქტის საფუძველზე გადასცეს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპე­ციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი­ ­ყე­ნებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი