იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016335
  • Word
1972
17/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016335
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1972

2013 წლის 17 დეკემბერი

. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  კომპაქტურად განსახლების ობიექტში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

 

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქ. ბორჯომში მდებარე სანატორიუმ „ბორჯომში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა წყლის მიწოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საჭირო სანტექნიკური მოწყობილობების შეძენისათვის, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი  – 34 02 02) მიმართოს საჭირო თანხა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                         ი . ღარიბაშვილი