საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016357
  • Word
1965
16/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016357
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1965

2013 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ11 7-კმ119 (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა–გამაგრების და ქვის ცვენისაგან დაცვის და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამოუყოს   1 0000 000(ათი მილიონი ) ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულ შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ (შემდგომში - კომპანია ) კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანია მ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. კომპანია მ ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცის შესაბამისად.

4. ამ განკარგულებით გათვალისწინებული დასრულებული სამუშაოები გადაეცეს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.  სამუშაოების დასრულების შემდეგ სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6 . კომპანია მუზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი   ი . ღარიბაშვილი