სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1962
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300270000.00.003.016312
  • Word
1962
13/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
300270000.00.003.016312
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1962

2013 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის,  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭიაურას, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გოსტიბეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ღართას, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ქსოვრისის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეთეთის ტერიტორიაზე 10 კვ.ტ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, თიანეთის მუნიციპალიტეტის, კასპის მუნიციპალიტეტის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, გორის მუნიციპალიტეტის და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს შემდეგნაირად:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთის სატყეოს ფონდში (საერთო ფართობი 6175 კვ.მ.) - არა უმეტეს 49 წელი;

ბ) კასპის მუნიციპალიტეტში, კასპის სატყეოს ფონდში (საერთო ფართობი 19682,92 კვ.მ.) - არა უმეტეს 49 წელი;

გ) ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხაშურის სატყეოს ფონდში (საერთო ფართობი 7452 კვ.მ.) - არა უმეტეს 49 წელი;

დ) გორის მუნიციპალიტეტში, გორის სატყეოს ფონდში (საერთო ფართობი 14093 კვ.მ.) - არა უმეტეს 49 წელი;

ე)  ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელის სატყეოს ფონდში (საერთო ფართობი 1220 კვ.მ.) - არაუმეტეს 49 წელი.

2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია:

ა)  მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი