დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2014 წლის პირველი კვარტლისათვის თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო რაოდენობის სადიალიზე საშუალებების, მასალებისა და მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1960 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.00.003.016314 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1960
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
2014 წლის პირველი კვარტლისათვის თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო რაოდენობის სადიალიზე საშუალებების, მასალებისა და მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთათვის 2014 წლის პირველი კვარტლის უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის ჰემო და პერიტონეული სადიალიზე საშუალებების, მასალებისა და მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები