„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1958
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016355
  • Word
1958
13/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016355
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1958

2013 წლის 13 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 „ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის №1400 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს (ს/კ 211334091) გადასცეს:

ა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის ვადით, ქალაქ რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, №18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა – ნაგებობები: №1 – განაშენიანების ფართით 572,58 კვ.მ; №2 – განაშენიანების ფართით 175,2 კვ.მ და მათზე დამაგრებული 7331 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №02.04.02.494);

ბ) თხოვების ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის ვადით, ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება.“ .

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

   პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი