დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1950 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016348 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1950
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს , მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა) მიერ 201 4 წლის განმავლობაში ერთმანეთისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისას გათავისუფლდნენ ხელშეკრულების უზრუნველყოფის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტიების წარდგენისაგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები