კასპის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
კასპის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1925
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016307
  • Word
1925
12/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016307
კასპის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1925

2013 წლის 12 დეკემბერი

 ქ. თბილისი

კასპის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­ სი­ სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ სა­ ქა­ რთველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს #136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74   მუხლის საფუძველზე, სოფლის მხარდა­ჭერის პროგრამის ფარგლებში , ინფრასტრუქტურული პროექტის - სო­ფელ გორაკაში დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენის მიზნით, კას­პის მუნიციპალიტეტი (შემდგომში - მუნიციპალიტეტი ), სამი თვის ვა­ დით, გათავისუფლდეს 800 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში, ) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან, შემდეგი კოორდინატების ფარგლებში

 

N

X

Y

1

449147

4654348

2

449130

4654415

3

449176

4654330

S = 0,08 ჰა

WGS 1984.

 

2. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვ­ რული პირობების შესრულება.

3. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წი­აღისეული გამოიყენოს მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პრო­ექტით გათვალისწინებული მიზნისათვის.

4. მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის გათვა­ლისწინებით, დადგინდეს მუნიციპალიტეტის მიერ სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე გადასახდელი განსხვავებული თანხა - 139 (ას ოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით.

5. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-4 პუნ­ქტით გათვალისწინებული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუ­ ჯეტში გადახდა, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

6. მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე­სურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგი­ნოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

7 . მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების სა­ფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გა­მო­ყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამ­ხე­დ­ველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი