დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის შალვა თადუმაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1917 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016300 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1917
2013 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის შალვა თადუმაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე -15 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93 -ე – 98 -ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს შალვა თადუმაძეს მიეცეს უფლება: წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ აღძრულ სარჩელებთან დაკავშირებით; მიანდოს წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებს და გასცეს მათზე მინდობილობები; ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მხარეებს(მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს).
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები