სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1915
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016298
  • Word
1915
09/12/2013
ვებგვერდი, 25/12/2013
000000000.00.003.016298
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

       საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1915

2013  წლის  9  დეკემბერი   

 ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში შიდა გზებისრეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი 25 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ამ განკარგულების ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                    ირაკლი ღარიბაშვილი