დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭახათში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – 20.41.04.025) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1837 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016290 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1837
2013 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭახათში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – 20.41.04.025) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1237 კვ.მ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭახათი, საკადასტრო კოდი – 20.41.04.025, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები