ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 01-19/1148
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01-19/1148
05/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

ანგარიში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013  წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის

მოთხოვნაზე რეაგირების  მდგომარეობის შესახებ

 

 საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ.

 მოგახსენებთ, რომ  საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირება  საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა, სულ შემოსულია  35 წერილობითი განცხადება 2 ერთეულით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან დაკავშირებით.

 ანალიზით ირკვევა რომ მიმდინარე წელს იმატა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვებმა, რომლებიც ძირითადად ითხოვდნენ  საკრებულოსა და

საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და აქ დასაქმებულ საჯარო მოხელეთა საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში მოქმედ საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლების მომართვებს ისინი ძირითადად მოითხოვდნენ  საკრებულოსა და ბიუროს სხდომებზე განსახილველ საკითხთა სამართლებრივი აქტების პროექტებს.

აგრეთვე ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან  იკვეთებოდა ინტერესი   მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ საჯარო ინფორმაციების მიწოდების თაობაზე.

 ყველა ინფორმაცია გაცემულია კანონით დადგენილ ვადებში და საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                  . გოგსაძე