განჩინება სს „გამომცემლობა განათლება“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
განჩინება სს „გამომცემლობა განათლება“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15927-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/12/2013
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/15927-13
18/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
განჩინება სს „გამომცემლობა განათლება“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/15927-13

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2013 წლი ს 18 დეკემბერი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

განმცხადებელი: სს გამომცემლობა განათლება”

წარმომადგენელი: ნოდარ  ქოქიაშვილი

 

მოთხოვნა: სს გამომცემლობა განათლებ მიმართ გაკოტრების

                     საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს გამომცემლობა განათლებას გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2013 წლის 01 ნოემბერს სს გამომცემლობა განათლებ დირექტორმა ნოდარ ქოქიაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს სს გამომცემლობა განათლებას მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.  განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. სს გამომცემლობა განათლებ უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა ორგანიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო დავალიანება აღარ ერიცხება. სს გამომცემლობა განათლებას არაუზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ მისი დირექტორი. ორგანიზაციას არ ერიცხება დებიტორული დავალიანება. სს გამომცემლობა განათლებ საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ გააჩნია. საწარმოს ბალანსზე ერიცხება 1650 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება. ორგანიზაციას არ აქვს რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება. სს გამომცემლობა განათლება” გადახდისუუნაროა და არ შესწევს უნარი თავისი ქონებით უზრუნველყოს საპროცესო ხარჯების დაფარვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით  სს გამომცემლობა განათლებ სახელზე  უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, სს ”გამომცემლობა განათლებ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით სს გამომცემლობა განათლებ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს გამომცემლობა განათლებ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, გამოქვეყნდა 2013 წლის 11 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ”გამომცემლობა განათლება” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს  სს გამომცემლობა განათლებ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,გამომცემლობა განათლება”  (ს/კ 202887000) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს  სს გამომცემლობა განათლებ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., #6) განჩინების განმცხადებლისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე:                                   ლაშა ქოჩიაშვილი