დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4925 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.120.000.05.001.002.883 |
საქართველოს კანონი
„მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 41) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს მიწების მელიორაციის სფეროში.“.
2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზნები
კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით ხელი შეუწყოს მელიორაციის სფეროში საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) ხელი შეუწყოს სამელიორაციო ასოციაციების შექმნას და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს მიწების მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.“;
ბ) მე-3–მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სარწყავი სისტემა – ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც წყლის მოთხოვნილების მიხედვით უზრუნველყოფს წყლის დაგროვებას, მიღებას, ტრანსპორტირებას და ფართობში განაწილებას.
11. დამშრობი სისტემა – ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ფართობიდან ჭარბი წყლების მოცილებას.“;
დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. ორმხრივი რეგულირების სისტემა – სარწყავი და დამშრობი სისტემების ერთობლიობა.“;
ე) მე-12–მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საძოვრების გაწყლოვანების სისტემა – ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს პირუტყვის სარწყულებლებისა და სხვა ობიექტების სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებას.
13. დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობა – საინჟინრო ნაგებობა, რომელიც არ არის სამელიორაციო სისტემის შემადგენელი ნაწილი.
14. პირველადი წყალმოსარგებლე – ნებართვის მფლობელი, რომელსაც წყლის ობიექტი გადაცემული აქვს განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას.
15. საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო სისტემა და დამოუკიდებელი, რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობა (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა) – აშენებული (მშენებარე) სარწყავი, დამშრობი, ორმხრივი რეგულირების, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სათავე ნაგებობა, წყალსაცავი, მაგისტრალური არხი, მილსადენი, წყალგამანაწილებელ ან წყალმიმღებ ნაგებობამდე მოწყობილი სხვადასხვა რიგის მარეგულირებელი, შემკრებ-საკოლექტორო და დრენაჟის ქსელი, სატუმბი სადგური, ფრონტალური და რეჟიმული დაკვირვების ჭაბურღილები, აგრეთვე ეროზიის, მეწყრის, ღვარცოფის, წყალმოვარდნისა და წყალდიდობის საწინააღმდეგო, რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომლებიც ემსახურება ორი ან მეტი მუნიციპალიტეტის, ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილის (მასივის) ჰიდრომელიორაციას.
16. შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო ქსელი, დამოუკიდებელი, მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ლოკალური სისტემა (სამელიორაციო ინფრასტრუქტურა) – სამელიორაციო სისტემის წყალგამანაწილებელი ან წყალმიმღები ნაგებობის შემდეგ მოწყობილი სამელიორაციო ქსელი, აგრეთვე ეროზიის, მეწყრის, ღვარცოფის, წყალმოვარდნისა და წყალდიდობის საწინააღმდეგო, მარტივი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატუმბი სადგური, მცირე მელიორაციის ჭაბურღილები და ლოკალური სისტემა, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს.
17. სამელიორაციო ასოციაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტით შექმნილი, პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯარო სამართლის კორპორაცია). სამელიორაციო ასოციაციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება სისტემების ზონაში არსებული მიწის მფლობელთა მიერ;
ბ) დრენაჟის მომხმარებელთა ასოციაცია, რომელიც იქმნება დრენაჟის სისტემების ზონაში არსებული მიწის მფლობელთა მიერ.“;
ვ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:
„171. საძოვრების გაწყლოვანების სისტემათა ასოციაცია – ასოციაცია, რომელიც იქმნება საძოვრების გაწყლოვანების სისტემების მომსახურებისათვის და აერთიანებს აღნიშნული სისტემით დაინტერესებულ პირებს.“;
ზ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. მომსახურების საფასური – სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურებისათვის.“.
5. II თავი ამოღებულ იქნეს.
6. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მომსახურების საფასური“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაცია საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით, წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდებაზე და დამშრობი სისტემებით საჰექტარო მომსახურებაზე ადგენს მომსახურების საფასურს.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების საზღვრებში ცალკეული მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს ადგენს სამელიორაციო ასოციაციის წევრთა საერთო კრება.“.
8. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიწების მელიორაციის სახელმწიფო კონტროლი“.
10. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მიწების მელიორაციის სახელმწიფო კონტროლი
მიწების მელიორაციის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) მიწების მელიორაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება;
ბ) სამელიორაციო ასოციაციების შექმნაში ხელის შეწყობა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მათზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.“.
12. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121. სამელიორაციო ასოციაციის შექმნა
სამელიორაციო ასოციაცია იქმნება წყლის მართვისა და სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამელიორაციო ასოციაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამელიორაციო ასოციაციის დამფუძნებელთა განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში. დაფუძნებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს წერილობით და უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. უარის გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. სამელიორაციო ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მფლობელი (მესაკუთრე, მოიჯარე ან სხვა) ფიზიკური და იურიდიული პირი. სამელიორაციო ასოციაციაში გაწევრიანება უსასყიდლოა. მისი დამფუძნებლები და შემდგომ მასში გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი სტატუსით. სამელიორაციო ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამელიორაციო ასოციაციის წევრთა საერთო კრება. სამელიორაციო ასოციაციის დასაფუძნებლად აუცილებელია:
ა) სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მფლობელთა ინფორმირება სამელიორაციო ასოციაციის შექმნაზე და მათთვის წესდების გაცნობა;
ბ) სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მფლობელთა საერთო რაოდენობის მინიმუმ 51 პროცენტის (რომლებიც ფლობენ ტერიტორიის არანაკლებ 51 პროცენტს) წერილობითი თანხმობა სამელიორაციო ასოციაციის დაფუძნებასა და მასში გაწევრიანებაზე;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა (სიტუაციური გეგმა), სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მფლობელთა სია და ინფორმაცია დაკავებული ფართობის შესახებ.“.
13. 122 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარწყავი ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყალგანაწილების კვანძში მიწოდებული წყლის მიღება და მიწის მფლობელთა შორის რაციონალურად განაწილება-აღრიცხვა, მომსახურების საფასურის ამოღება და წყალმიმწოდებელ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორება;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამელიორაციო ასოციაციის წევრებისათვის მომსახურების საფასურის, ხოლო არაწევრებისათვის სახელშეკრულებო მომსახურების საფასურის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამელიორაციო ასოციაციის წევრებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის ორმაგ ოდენობას) განსაზღვრა და წევრთა საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა;“.
14. 123 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოითხოვოს საირიგაციო, სადრენაჟო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით მომსახურება;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადაიხადოს დადგენილი მომსახურების საფასური სამელიორაციო ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში.“.
15. 124 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 124. სამელიორაციო მომსახურებისათვის ანგარიშსწორება
1. სარწყავი წყლის მიწოდების ან ჭარბი წყლის მოცილების საჰექტარო მომსახურებისათვის სამელიორაციო ასოციაცია პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორებას აწარმოებს მომსახურების საფასურის მიხედვით. გადაუხდელობის შემთხვევაში პირველადი წყალმოსარგებლე უფლებამოსილია სამელიორაციო ასოციაციას შეუწყვიტოს მომსახურება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. სამელიორაციო ასოციაციის მომსახურების ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხადოს სამელიორაციო ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3. სამელიორაციო ასოციაცია უფლებამოსილია ასოციაციის მომსახურების ნებისმიერ მოსარგებლეს დავალიანების შემთხვევაში შეუწყვიტოს მომსახურება და მოითხოვოს უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.“.
16. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარწყავად და საძოვრების გაწყლოვანებისათვის წყლის რესურსებით სარგებლობაზე ნებართვის აღება, წყლის მართვა, რაციონალურად გამოყენება და დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
17. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავებით სარგებლობა
1. ერთობლივი გამოყენების საირიგაციო წყალსაცავებით სარგებლობა მათი უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების დაცვით ხორციელდება წყალმოსარგებლეების მიერ, პრიორიტეტულად საირიგაციო დანიშნულებით გამოსაყენებლად.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საირიგაციო წყალსაცავში მისდევენ თევზის, წყლის სხვა ცხოველებისა და მცენარეთა მოპოვებას ან გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ვალდებული არიან წყალსაცავით, აგრეთვე საირიგაციო სისტემებიდან მიწოდებული წყლის მეორეული სარგებლობის პირობები შეუთანხმონ პირველად წყალმომხმარებელს.“.
18. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, შენახვისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მიწების მიწათმოწყობის წესით გამოყოფა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
19. VII თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4925_Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები