„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4923
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 19/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.190.000.05.001.002.881
  • Word
4923
08/06/2007
სსმ, 22, 19/06/2007
300.190.000.05.001.002.881
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტი, გარდა განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებისა, ვალდებულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას მისივე მოთხოვნით წარუდგინოს უსაფრთხოების დეკლარაცია, რომლის ფორმას შეიმუშავებს და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოთა მოთხოვნის შესაბამისად მათთვის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენა.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული დანაყოფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები – ხანძრის თავიდან აცილებისა და მისგან გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციაში მოქალაქეთა მომზადების, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის სფეროებში;“;

ბ.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს უსაფრთხოების დეკლარაცია;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4923–Iს