თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 19/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
19/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2013 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის                         მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით

 

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია                               21 მოთხოვნა, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ბ)დაკმაყოფილდა 21 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს აპარატის უფროსმა კობა ფოცხვერაშვილმა. საკრებულოს სხდომების დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;

დ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და საკრებულოს სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს.

                                

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე