„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1798-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.017279
1798-Iს
13/12/2013
ვებგვერდი, 28/12/2013
480610000.05.001.017279
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ.“.

2. 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის.“.                                                                

3. 45-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.“;

ბ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1798-Iს