დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1795-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 260030000.05.001.017280 |
1795-Iს
13/12/2013
ვებგვერდი, 28/12/2013
260030000.05.001.017280
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 06.04.2010, მუხ. 99) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1795-Iს |
დოკუმენტის კომენტარები