დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1786-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 140100000.05.001.017284 |
|
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს, საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1786-Iს |
დოკუმენტის კომენტარები