დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016503 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016216, 21.11.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: ა) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები/დროებითი რეგულირების წესები; ბ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“ დებულება; გ) „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქცია; დ) „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“ დებულება; ე) საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები; ვ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა; ზ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესი; თ) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა; ი) „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულება; კ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი; ლ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი; მ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორების, მათი აღწერის მეთოდოლოგიებისა და წარმოების წესი; ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ელექტრონული საქმისწარმოების წესი; ო) საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესები; პ) ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ დებულება; ჟ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულება; რ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულება; ს) ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები; ტ) საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი; უ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი; ფ) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი; ქ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესი; ღ) რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში; ყ) მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესი; შ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაცია; ჩ) ინდივიდუალური მონიტორინგის ჩატარების წესი და მისი კონტროლი; ც) ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა; ძ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი; წ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესი; ჭ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების და ნარჩენების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ; ხ) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესი; ჯ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის შესახებ; ჰ) ბუნებრივი გამოსხივების ზემოქმედების ოპტიმიზაციის შესახებ; ჰ1) ძირითადი მოთხოვნები მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი; ჰ2) ძირითადი მოთხოვნები მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლისადმი; ჰ3) ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი; ჰ4) მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების ინსტრუქცია.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო: ა) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმები და წესები; ბ) ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსები; გ) ბუნებრივი გაზის ბალანსი; დ) საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სია; ე) ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები; ვ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები; ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო: ა) რეგულირების საფასურის გადახდის წესი და ოდენობები; ბ) სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულება.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო: ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესები; ბ) რეგულირების საფასურის გადახდის წესი და ოდენობები; გ) სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულება.“.
3. პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“-„ჰ“ ქვეპუნქტები: „ხ) სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესები; ჯ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესები; ჰ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები.“.
4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური: „დაზღვევის შესახებ“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტები.“.
5. პირველი მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“-„ჰ5“ ქვეპუნქტები: „ჰ3) უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის; ჰ4) მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები; ჰ5) სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები.“.
6. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები.“.
7. პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო: ა) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი; ბ) შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი; დ) კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი; ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი; ვ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მოთოდოლოგია; ზ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობები და წესი; თ) ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი; ი) სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი.“.
8. პირველი მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები; ლ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები.“.
9. პირველი მუხლის მე-13 პუნქტის: ა) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესი;“;
ბ) „ჰ14 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ14) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი;“;
გ) ჰ14 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ და „ჰ16“ ქვეპუნქტები: „ჰ15) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესი; ჰ16) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქცია.“.
10. პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საქართველოს ეროვნული ბანკი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.
11. პირველი მუხლის მე-16 პუნქტის: ა) „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი; მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა; მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულება; საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები; საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია; საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი; საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულება; საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესი; მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი; მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესი და პირობები; პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება; დ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი; ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესი; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი და საფასური; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი; არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი; ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება; ვ) სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი, საგრანტო კონკურსების დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები; სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობები; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი; სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულება და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესი;“;
ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესი; სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და პირობები; ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი; დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურების საფასური; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი;“;
გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება და საფასური; მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესი;“;
დ) „ს“-„ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო; ტ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი და საფასური; ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი; საჯარო სკოლებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი; უ) მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი; საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი; ფ) ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი, პირობები და საფასური; მონაცემთა ბაზების შექმნის წესი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტების მიღების, შენახვის და გაცემის წესი და პირობები; ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესი;“.
12. პირველი მუხლის მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„შ“ ქვეპუნქტები: „ღ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ნუსხა; ყ) მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესი და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები; შ) საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესი.“.
13. პირველი მუხლის მე-17 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“-„ჰ11“ ქვეპუნქტები: „ჰ1) პოლიციელის ფიცის ტექსტი; ჰ2) სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება; ჰ3) პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარების და გამოყენების წესი; ჰ4) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია; ჰ5) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა; ჰ6) პირის ინდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების ფორმები; ჰ7) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი; ჰ8) სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი; ჰ9) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესი; ჰ10) გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ; ჰ11) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.“.
14. პირველი მუხლის მე-18 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ.“.
15. პირველი მუხლის 211 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „211. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძ ულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა, მოწმობის შესახებ დებულება და ანკეტის ფორმა; გ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება; დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმები და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ; ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესი; ვ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი; ზ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურა; თ) მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესი.“.
16. პირველი მუხლის 23-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, საკრებულოს კომისიის (მათ შორის, დედაქალაქის საკრებულოს მუდმივმოქმედი, დროებითი და სარევიზიო კომისიების), საკრებულოს აპარატისა და დედაქალაქის რაიონის გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების დებულებები; მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგეობის (მერიის) დებულებები, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები; დედაქალაქის მერიის დებულება; დედაქალაქის მთავრობისა და რაიონის გამგეობის რეგლამენტები; დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების დებულებები; თვითმმართველი ერთეულების კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო დებულებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა (თანამდებობის პირებსა) და დაწესებულებებს შორის უფლებამოსილების განაწილებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.“.
17. პირველი მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: ა) სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულება; ბ) განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები; გ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებები.“.
18. მე-2 მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამსახურების ლოგოს, ემბლემის, სხვა სიმბოლიკის, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნის, სპეციალური ჟეტონის, ლუქის, ბეჭდის, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის ნიმუშები;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამინისტროებისა და საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფების (დანაყოფების/ერთეულების) და ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დებულებები/წესდებები;“;
გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ელექტრონული საქმისწარმოების წესები; საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები